|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი
ჩამოყალიბების ისტორია, სამეცნიერო გამოკლევების ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე საქმიანობა რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა 1991 წელს აკადემიკოს კ.ნადარეიშვილის ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იზოტოპებისა და გამოსხივებათა მუდმივი კომისიისა (1951) და აკადემიკოს ი.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის განყოფილების (1958) გაერთიანება-რეორგანიზაციის გზით. 2005 წელს ჩატარებული რეფორმის შემდეგ ცენტრი გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრის შექმნის და სამეცნიერო გამოკლევების ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბების ისტორია უფრო დეტალურად წარმოდგენილია რადიაციული ბიოლოგიის (რადიობიოლოგიის), როგორც ზოგადსაკაცობრიო სამეცნიერო გარგის ფუძემდებლის, აკადემიკოს ივარე თარხან-მოურავის (თარხნიშვილის) დაბადების 160 და რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმის 15 წლისადმი მიძღვნილ პუბლიკაციებში, რომელიც წარმოდგენილია ამ ვებ-გვერდზე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ყველა სახის გამოსხივების ბიოლოგიური მოქმედების და მისი მოდიფიკაციის ფუნდამენტური და გამოყენებითი პრობლემების შესწავლა საქართველოს მოსახლეობის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თეორიული საფუძვლების დამუშავებისა და სათანადო ინფორმაციული ბაზის შექმნის მიზნით. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის სამეცნიერო და ორგანიზაციული საქმიანობა მიზანმიმართულია, რათა საქართველო სამოქალაქო და სამეცნიერო ცოდნის თვალსაზრისით პერმანენტულად იყოს მზად ნებისმიერი ტექნოგენური ან ტერორისტული ბირთვული ან რადიაციული ინცინდენტისათვის. საჭიროა ხაზი გაესვას იმ გარემოებასაც, რომ რადიაციული ბიოლოგიის, რადიაციული მედიცინისა, რადიოეკოლოგიის და საერთოდ რადიაციული ბიომედიცინის განვითარება ჩვენი ერვნული პრესტიჟის საქმეც არის, ვინაიდან ის ერთადერთი ზოგადსაკაცობრიო სამეცნიერო მიმართულებაა, რომლის ფუძემდებლად აღიარებულია ჩვენი თანამემამულე, მე-19 საუკუნის დიდი ბუნებისმეტყველი, აკადემიკოსი ივანე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი, თარხანოვი). რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ფუნდამეტური და გამოყენებითი სამეცნიერო გამოკვლევების ძირითადი მიმართულებები ოყო და არის: ზოგადი რადიობიოლოგია – ეს მიმართულება და იგივე სახელწოდების ლაბორატორია ცენტრში მიმდინარე ყველა ფუნდამენტური და გამოყენებითი გამოკვლევების გამაერთიანებელი რგოლია. ემოციურ-მოტივაციური და აგრესიული ქცევის, მეხსიერების, ნეიროვეგეტატიური სტატუსის, წითელი სისხლის სისტემის და სხვა პროლიფერაციული თუ სომატური სისტემების ფუნქციის რადიაციული მოდიფიკაციის პარამეყრების მრავალფაქტორული ანალიზისა და კომპიუტერული მოდელირების გზით მუშავდება ინდივიდუალური და პოპულაციური რადიაციული მედეგობის ზოგადი პრინციპები. გამოკვლევების ძირითადი მიზანია გამოვლინდეს რადიაციული რისკის შეფასების მინიმალურად აუცილებელი, არაინვაზიური, მარტივი და იაფი კომპლექსური მეთოდი, რომელიც ტექნოლოგიურად ადვილად ადაპტირებადი იქნება ნებისმიერი ეკოლოგიური რისკ-ფაქტორის ადამიანის ინდივიდუალური და პოპულაციური სიჯანსაღის, პრემორბიდული დიაგნოსტიკის, დაავადებათა განვითარების რისკის შეფასების და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებისათვის, რადიაციული ნეირობიოლოგია – ცხოველების ემოციურ-მოტივაციური და აგრესიული ქცევის რადიაციით გამოწვეული მოდიფიკაციის და დარღვევების კორექციის ფიზიოლოგიური და ნეიროქიმიური მექანიზმების შესწავლა, ძილ-ღვიძილის ციკლის, მეხსიერებისა და დასწავლის მოდიფიცირების გამოკვლევა ძუძუმწოვრებში და იმპრინტინგის წიწილებში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის რადიაციული ბიომედიცინა – სისტემური და ცერებრალური ჰემოდინამიკის, მიკროცირკულაციის, გულის რიტმის ვარიაბელობის და გულის ციკლის ფაზური სტრუქტურის რადიაციით გამოწვეული დაზიანებისა და აღდგენის ფიზიოლოგიური მექანიზმებისა და ზოგადი ნეიროვეგეტატიური სტატუსის შესწავლა. უჯრედის რადიობიოლოგია – რადიაციის გავლენის შესწავლა ამფიბიების კვერცხუჯრედების განვითარებაზე, კერძოდ დაყოფის პროცესში მყოფი ბლასტომერების ელექტროფიზიოლოგიური პარამეტრების და იონების ტრანსპორტის მექანიზმების რადიაციით გამოწვეული მოდიფიკაცია ემბრიონულ, კულტივირებულ უჯრედების და ერითროციტების მემბრანებში. წითელი სისხლის სისტემის რადიომოდიფიკაციის კომპლექსური კვლევა ორიგინალური, ზოგადბიოლოგიური და სამედიცინო დანიშნულების ავტომატიზირებული სისტემის გამოყენებით. მოლეკულური რადიობიოლოგია – მიკროკალორიმეტრული, ულტრაბგერის კონდუქტომეტრული და მონომოლეკულური ტექნიკის გამოყენებით იმ სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებების შესწავლა, რომლებსაც იწვევს რადიაციითა და მძიმე მეტალებით ზემოქმედება ცილებზე, ლიპიდებზე, მათ კომპლექსებზე, დნმ-ზე და სხვა ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე. რადიაციული ეკოლოგია – ბუნებრივი, ტექნოლოგიური და ჩერნობილის კატასტროფით გამოწვეული რადიონუკიდური დაბინძურების გავლენის შესწავლა რადიოეკოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოში და მისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 2005 წელს წარმატებით გაიარა სახელმწიფო ატესტაცია და მიიღი უმაღლესი შეფასება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლისა და რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შემდეგ ცენტრი გახდა უფრო კომპაქტური და ორიენირებული იმ კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბირთვულ და რადდიაციულ უსაფრთხოებისათვის არის აუცილებელი. ამისათვის მას გააჩნია სათანადო ინტელექტუალი პოტენციალი, ინფორმაციული რესურსი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ექსპერიმენტული ბაზა, რომლის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ცენტრის თანამშრომლების მიერ სამეცნიერო კონტრაქტებით გამომუშავებულმა თანხებმა. რადიობიო-ლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გააჩნია საფირმო ნიშანი – ემბლემა, რომელიც განთავსებულია ამ ვებ-გვერდის მარცხენა ზედა კუთხეში და რომლის ავტორია ცენტრის დამაარსებელი, აკადემიკოსი კიაზო ნადარეიშვილი. ემბლემა წარმოადგენს ურანის სიბოლოში ჩასმულ სტილიზებულ ბიოლოგოურ მემბრანას – სიცოცხლის სიმბოლოს, შემოფარგლულს მყარი გარსით, რომელიც იცავს მას ყველა სახის გამოსხივებისაგან და მიმართავს ნაწილაკებს უსასრულობისაკენ. ემბლემას გააჩნია ეროვნული დატვირთვაც მბრუნავი მზის სიმბოლოს სახით, რომესაც 8 ფრთა აქვს – დარგის 8 ძირითადი მიმართულების შესაბამისად.
|