რადიობიოლოგიის და რადიაციული ეკოლოგის ცენტრი

photo

საკონტაქტო ინფორმაცია: 51 თელავის ქ. თბილისი, 0103, საქართველო

ტელეფონი: (8832) 775-442; 771-270

ფაქსი: (8832) 933 523

ელ-ფოსტა: Information@Radiobiology.org.ge

www.radiobiology.org.ge

 

გარდაიცვალა აკადემიკოსი კიაზო ნადარეიშვილი

ძნელია ბატონ კიაზოზე წარსულ დროში საუბარი მისი აღზრდილებისათვის. მით უმეტეს ძნელია დღეს მისი მრავალმხრივი სამეცნიერო მემკვიდრეობის ჯეროვანი შეფასება, ამას მრავალი წელი დასჭირდება. ერთი რამ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, მან ღირსეულად მოიხადა ვალი ქვეყნის წინაშე, როგორც მეცნიერებათა დარგების – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის დამფუძნებელმა საქართველოში.
აკადემიკოს კ. ნადარეიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავდა პრობლემატიკა “რადიაცია – სიცოცხლე” პრაქტიკულად ყველა სფეროს.
მან ჯერ კიდევ ათწლეულების წინ გამოკვეთა დარგის განვითარების ის სამეცნიერო პრიორიტეტები და ძირითადი ტენდენციები, რომლებიც მხოლოდ ამჟამად გახდა ფართო სამეცნიერო დისკუსიის საგანი.
ინდივიდუალური რადიაციული რისკის პრობლემა, მისი ფიზიოლოგიური კორელატების განსაზღვრის მეთოდოლოგიური საკითხები და ანთროპოცენტრული ეკოლოგიური მონიტორინგის პრობლემატიკა, ეს ის საკითხებია, რომელთა გადაწყვეტაში ბატონმა კიაზომ შეიტანა ფასდაუდებელი წვლილი, რომლებიც ფართოდ სცილდება მეცნიერების ერთი რომელიმე კონკრეტული დარგის ფარგლებს და მხოლოდ ფუნდამენტური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის ცენტრალურ პრობლემათა რანგში შეიძლება მოიაზრებოდეს.
ეს პრობლემები განხილულია და განზოგადებულია 200-ზე მეტი ნაშრომში, 12 მონოგრაფიასა და გამოგონებებში, ბატონი კიაზოს მიერ დაარსებულ პერიოდულ გამოცემებში; “რადიაციული გამოკვლევები”, “ბიომედტექნიკა” და “ეკოლოგიური პრობლემები”.
აკადემიკოს კ. ნადარეიშვილის ღვაწლმა სათანადო დაფასება ჰპოვა როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; მას მინიჭებული აქვს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება (1983), არის ღირსების ორდენის კავალერი (1999), დაჯილდოვებულია “ათასწლეულის ღირსების ოქროს მედლით” (2000).
აკადემიკოს ნადარეიშვილის მიერ აღზრდილი მეცნიერთა სამი თაობა – 20ზე მეტი მეცნიერებათა დოქტორი 30 მეცნიერებათა კანდიდატი, მემკვიდრეობითობის პრინციპით დღეის შემდეგაც გააგრძელებს ქართული რადიობიოლოგიური სკოლის სამეცნიერო პრიორიტეტების რეალიზაციას.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი კიაზოს სული.

ცენტრის ადმინისტრაცია
ცენტრის სამეცნიერო საბჭო